среда, 18 июля 2018 г.

ტრენინგის რეფლექსია


2018 წ  04.07 დან 18.07 ჩათვლით. ბათუმის პირველ საჯარო სკოლაში გავიარე მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის მიერ ორგანიზებული ტრენინგი,,ინფორმაციულ-საკომუნიკაციოტექნოლოგიების გამოყენება სასწავლო პროცესში"-ტრენერი ნათია ცინცაძე
   
ტერნინგის მზანი იყო:საქართველოს სკოლების მასწავლებელთა პროფესიული განვითარება,ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ათვისებისა და გამოყენების კუთხით,რაც ხელს შეუწყობს სასწავლო პროცესში ისტ-ის ინტეგრირებას ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნებისა და მასწავლებელთა პროფესიული სტანდარტების შესაბაისად.კურსი მოიცავდა 32 საათს და იგი 8 დღის განმავლობაში ტარდებოდა.ტრენინგდღის ხანგრძლიობა 4 საათი იყო.

ტრენინგი ძალიან კარგად იყო ორგანიზებული.არცერთი მსმენელის შეკითხვა არ დარჩენილა უპასუხოდ.
ტრენინგის განმავლონაში დავგეგმეთ გაკვეთილი,ვისწავლეთ გუგლის დოკუმენტით სარგებლობა და გავიგეთ ამ ფორმატში მუშაობის უპიორატესობები.ამავე ფორმატში შევძელით სხვა და სხვა ცხრილებზე მუშაობა .POVER POIUNT-
ში შევქმენით რამდენიმე სლაიდი,რომელთაგან ერთი ჩვენს საგაკვეთილო თემას დავუკავშირეთ.გავიგეთ ისეთი საიტების მისამართები,სადაც შეიძლებოდა  სხვა და სხვა სასწავლო რესურსების შექმნა.ერთერთი ასეთი იყო LearningApps.org. შევქმენით თამაშები, შევქმენიტ ბლოგი სადაც ტრენინგით გათვალისწინებული მასალა ავტვირთეთ.
 ეს ტრენინგი დადებითად  აისახება ჩემს პროფესიულ ზრდაზე.
მადლობა მასწავლებელთა  პროფესიული განვითარების ცენტრს და ტრენერს ნათია ცინცაძეს.

Комментариев нет:

Отправить комментарий